x
მეტი
  • 24.07.2025
  • სტატია:143506
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515472
„მკურნალი Community”  - საღამო რჩეული ექიმების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისათვის
image

17 ივლისს, “Askaneli Falestra“-ში განსაკუთრებული ღონისძიება მკურნალი Community“ გაიმართა, რომელმაც სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები, ექიმები და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორები გააერთიანა.


გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც დერმატოლოგმა ვერიკო აბრალავამ ისაუბრა მზისგან დამცავ საშუალებებზე, ხოლო ოფთალმოლოგ-ქირურგმა გიორგი პეტრიაშვილმა – „ავერსის კლინიკაში“ რეფრაქციული ქირურგიის შესაძლებლობებზე.


ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი იყო „მკურნალი ქომუნითის“ რჩეული ექიმების დაჯილდოება:



image


image

image

image

image


  • საგანგებო ჯილდო გადაეცა ბატონ არსენ გვენეტაძეს – „მკურნალის” მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.


საღამოს დასასრულს გაიმართა გათამაშება, სადაც უამრავი სტუმარი დასაჩუქრდა „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიებისგან.



ღონისძიების გენერალური სპონსორები იყვნენ: ავერსი ფარმა და ავერსის კლინიკა.


ხოლო მხარდამჭერები იყვნენ:


  • ასკანელი ფალესტრა
  • „პაბელონი“ — ქართული სტუმარ-მასპინძლობის ბრენდი
  • ტაპი რუჟი TapisRouge – ბუტიკური ტიპის სასტუმრო ბათუმში
  • „დოლსი“ – ყავის აპარატების და ყავის მწარმოებელი ბრენდი.
  • „დრიმი ჯორჯია“
  • „ერგოლაინი“
  • „ისი პარი“
  • სპა ცენტრი „სამ რაანი“
  • გიორგი უშიკიშვილის შატო მარანი
  • „ასკანელის“ პარტნიორი კომპანია „კანტი“
  • აჰავა
  • ონიაგრინი

და სხვა პარტნიორები, რომლებმაც ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს და საზეიმო განწყობა შექმნეს.


ღონისძიება დასრულდა ფურშეტითა და ცოცხალი მუსიკით.


საღამოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღირებულება იყო გარემო, რომელმაც შესაძლებლობა მისცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ერთმანეთთან ურთიერთობა არაოფიციალურ გარემოში გაეგრძელებინათ.


ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომმკურნალი ქომუნითი“ არა მხოლოდ „მკურნალის“ პლატფორმების ერთიანობაა; ეს არის პროფესიონალთა მზარდი საზოგადოება, რომელსაც საერთო ხედვა, ღირებულებები და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა აერთიანებს.



R

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0